ნანუკა ჟორჟოლიანი მცხეთის იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში მადლობას უხდის საზოგადოებას სოლიდარობისთვის და აღნიშნავს, რომ სისტემაში ყველა ერთნაირი არ არის. ტელეწამყვანი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს სხვა პოლიტპატიმრებსა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.
„სისტემაში ყველა ერთნაირი არაა. მოსამართლე და ბრალის წარმდგენი პოლიციელები კი ასრულებენ ყველაფერს ზედმიწევნით, სამაგიეროდ, ადამიანები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები, ადამიანები დამხვდნენ მცხეთის იზოლატორში…
ამ კედლებშიც შემოაღწია თქვენმა სოლიდარობამ და სიყვარულმა. განსაკუთრებული მადლობა მზია ამაღლობელს სიმტკიცისთვის, ელენეს, სინდისის ყველა პატიმარს, 4 ოქტომბრის პატიმრებს, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც დაკავებულია და მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს — მიხეილ სააკაშვილს! მარიამ, საბა, ძალიან მიყვარხართ!“ — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.















