28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება “მეთადონი”, საიდანაც ნაწილი კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნარკოდანაშაულზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებულ ორ აქტივისტს ფულადი ჯარიმა, ორს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა