21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

განსაკუთრებით დიდი ოდენობით “მეთადონი” და ცეცხლსასროლი იარაღი — თეთრიწყაროში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია, ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიარაგვზე ხიდის მშენებლობის გამო წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ტრამპმა ზელენსკის მოსკოვში პუტინთან შეხვედრა სთხოვა