განმუხურში საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად გიორგი ტუღუში იმყოფება

განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ტუღუში იმყოფება. მისი განცხადებით ამ ეტაპზე დარღვევები არ დაფიქსირებულა. ის უბანს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდება, ვიდრე ამომრჩეველთა ხმები არ დაითვლება.

დღეს, 22 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და განმუხურის ერთ უბანზე განმეორებითი არჩევნები ტარდება.

ჯიხაშკარის 79-ე, 108-ე და განმუხურის 38-ე უბნის ამომრჩევლები პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის პარალელურად გამგებელსაც ირჩევენ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულში გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის მიღმაც სერიოზული საფრთხეები იწყება
შემდეგი სტატიაჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე პოლიტიკოსების უპრეცენდენტო რაოდენობაა ჩამოსული