განმუხურში მოსახლეობის ნაწილმა ზღვისპირა ბულვარის გაყიდვის მხარდამჭერი აქცია გამართა

 

დღეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. როგორც ”თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან ganmuxიუწყება, აქციის მონაწილეები მომხრე არიან გაიყიდოს ზღვისპირა ბულვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ პროცესის წინააღმდეგი არ არიან და მიესალმებიან ინვესტიციების შემოდინებას სოფელში.

”ჩვენ არ ვიცით ბულვარის რა ნაწილს ყიდიან , მაგრამ მივესალმებით ყველანაირ ინვესტიციას, რომელიც შემოვა სოფელში და დასაქმდებიან ჩვენი ახლაგაზრდები. მიწა არავის ხომ არ მიაქვს?”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

”განმუხურის მტრებო ნუ აჩერებთ განვითარებას”- მოსახლეობა აქციაზე აღნიშნული წარწერების მქონე პლაკატებით გამოჩნდნენ.  კითხავზე თუ ვის გულისხმობდნენ მტრებში მათ განაცხადეს, რომ იმ ადამინებს, რომლებიც ეწინაარმდეგებიან ბულვარის გაყიდვას.

განმუხურის სანაპირო ზოლი აუქციონზე გასაყიდად არის გამოტანილი. ობიექტის მიმდინარე ფასი eauction.ge-ზე 2263500.00 ლარია. 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ჩვენ საარჩევნო პლატფორმაში გვექნება, რომ თუ ვინმე ფარულ ჩანაწერს გააკეთებს, პასუხს აგებს
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: ძალიან იმოქმედა ჩვენზე თავად ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების თანაგრძნობამ