განმუხურში, მდინარეში 15 წლის მოზარდს ეძებენ

განმუხურში, მდინარე ენგურისა და ჯუმის შესართავთან 15 წლის მოზარდს, დაახლოებით ერთი საათია ეძებენ. ის ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად, საბანაოდ წავიდა, რა დროსაც მალევე სხვა მოზარდებმა ვეღარ შენიშნეს და ძებნა დაიწყეს. ნაპირზეა ნაპოვნი მოზარდის ტანსაცმელიც.

არსებული ინფორმაციით, მდინარის გარკვეულ ნაწილში ქვა-ღორღის ამოღების გამო ღრმულები გაჩნდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ბანაობა სახიფათოა, თუმცა იქ არანაირი ამკრძალავი ნიშანი არ არის. არსებობს ეჭვი, რომ მოზარდი სწორედ ამ მონაკვეთში გაუჩინარდა.

ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშიცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
შემდეგი სტატიამორიგი პოლიტიკური დაკვეთა, საქართველოს დატოვება ამიკრძალეს, მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო-აზერბაიჯანელი ჟურნალისტი