განმუხურის N38-ე უბანზე ამ დროის მონაცემებით, 328 ამომრჩეველი გამოცხადდა

განმუხურის N38-ე უბანზე, ამ დროის მონაცემებით, 1 145 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 328 ამომრჩეველი გამოცხადდა.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ზანდა ხუფენიას თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„საარჩევნო პროცესი ყველა კანონისა და პროცედურის დაცვით მიმდინარეობს“, – განაცხადა ზანდა ხუფენიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანზე – განმუხურის 38-ე, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს.

8 ოქტომბერს, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბანზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, საარჩევნო უბნის დარბევა მოხდა, რის გამოც, კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა, ხოლო განმუხურის 38-ე უბანზე გარკვეული დარღვევების გამო, სააოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.

banner
წინა სტატიაშიISFEDI : ,,კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს “
შემდეგი სტატიაგანმეორებითი კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის – საია მონაცემებს აქვეყნებს