განმუხურის 38-ე უბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა

ზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

განუხურში „ოცნებელმა“ ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა. როგორც „თაიმერის“ კორესპონდენტი იუწყება, განმუხურის 38-ე უბანზე ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. 447 ბიულეტენის მიხედვით, ამომრჩევლის უმეტესობამ ხმა, წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ედიშერ თოლორაიას მისცა. 285 ხმა ქართული ოცნების კანდიდატმა მიიღო , ხოლო 156 ნაციონალური მოძრაობის.  აღნიშნულ უბანზე 24 ბიულეტინი გაბათილდა.

ცნობისთვის 38-ე უბანზე სულ 1145 ამომრჩევლი იყო რეგისტრირებული, აქედან 447-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე აჰმედ იმამყულიევსა და სამირა ისმაილოვას „ვარდების რევოლუციის“ „პროდუქტს“ უწოდებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – განმუხურის საარჩევნო უბანზე გავიმარჯვეთ