განმუხური- ოკუპირებული ფიჩორის საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

news
ავტ.: news მაისი 20, 2020 12:57

განმუხური- ოკუპირებული ფიჩორის საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

საოკუპაციო ხაზთან, საბერიო-წყოუშის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ნიაზ შონიამ ვარდების სათბური 2017 წელს მოაწყო. ვარდების სათბურისთვის საჭირო რკინის კონსტრუქცია ნიაზ შონიამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის, ზრდას პროექტის ფარგლებში მიიღო.
ფერმერი ნიაზ შონია პანდემიამდე ვარდებს ზუგდიდში და ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ყიდდა. წელს კი ეს ვერ მოახერხა. ფერმერის შვილის გახა შონიას თქმით,მათ ვარდების რეალიზებაში დონორი დაეხმარათ.
„ეს ლამაზი ვარდები სამეგრელოს ერთ-ერთი სათბურიდან შევიძინეთ. სათბურს მხარს უჭერს ჩვენი პროგრამა “ზრდა”, რომელიც ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. ეს სათბური, მრავალი სხვა ბიზნესის მსგავსად, კორონა ვირუსის პანდემიის დროს ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა. შეძენილი ყვავილები პატივისცემის ნიშნად ზუგდიდისა და რუხის ექიმებსა და ექთნებს გადავეცით.
მადლობას ვუხდით საქართველოს სამედიცინო პერსონალს, მათ, ვინც კოვიდ 19 პანდემიის დროს დაუღალავად შრომობს ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად.
ჩვენი სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას პანდემიის შემდეგ.“,- აცხადებენ USAID -ზრდის წარმომადგენლობაში.

ინფორმაციას ადასტურებენ სუსში. უწყების განმარტებით,აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
“უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.”.-აცხადებენ სუსში.

news
ავტ.: news მაისი 20, 2020 12:57

Google სტატისტიკა


3,363
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics