განმუხური-ანაკლიას გზაზე მომხდარ ავარიას 2 მორაგბე ემსხვერპლა

ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა.

როგორც ზუგდიდის სარაგბო კლუბი სოციალურ ქსელში წერს, ავარიას 2 ზუგდიდელი მორაგბე: იაკობ ოთხოზორია და ლევან მაქაცარია ემსხვერპლა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა
შემდეგი სტატიაშსს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებს ავრცელებს