განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები – კანდიდატები ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან

წინასწარი მონაცემებით, განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ზუგდიდში ქართული ოცნების, მარნეულში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა – თუმცა ორივე შემთხვევაში მეორე ტურის გამართვაა საჭირო. არჩევნები 4 საარჩევნო უბანზე შედგა – მარნეულის 48-ე და ჯიხაშკარის 108-ე და 79-ე, ასევე განმუხურის 38-ე საარჩევნო უბნებზე. განმეორებით კენჭისყრაში 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია იყო ჩართული.

შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატია:

აკმამედ იმამკულიევი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 48,11%
და თამაზ ნავერიანი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო 43.43%

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – №66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, აქაც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არიან საუკეთესო შედეგების მქონე:

სანდრა ელისაბედ რულოვსს 44.8%-ი აქვს, ედიშერ თოლორაიას კი 48.63%,

შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტურები.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს, შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ბესიკ გაბუნიას 44. 82% აქვს და ქართული ოცნებისკანდიდატს ლაშა გოგიას კი 44.17%.

banner
წინა სტატიაშიდევდორაკზე ადრეული გაფრთხილების სისტემა ჩაირთო
შემდეგი სტატიაჰაიტის ციხიდან 174 პატიმარი გაიქცა