განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – ზაქარია ქუცნაშვილი გედევან ფოფხაძეს გუნდის დატოვებას ურჩევს

დავით ჭიჭინაძის გარიცხვა “ქართულ ოცნებაში” მორიგი განხეთქილებისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება. ჭიჭინაძის თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტია საკუთარი სურვილით მათაც დატოვონ, რაც შესაძლოა მმართველ გუნდს მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდეს. რამდენი დეპუტატი მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას, ამაზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას. შეუძლიათ პარტიას “ქართული ოცნების” ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან, ეს უფრო ადექვატური იქნება” – ასე გამოეხმაურა ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხავს გედევან ფოფხაძე.

“მე მგონია რომ ეს არის პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება არამარტო პარტიისთვის და პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის,”-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

გედევან ფოფხაძეს მისი ხმაურიანი განცხადების გამო მისივე თანაგუნდელი, ზაქარია ქუცნაშვილი აკრიტიკებს და პარტიის დატოვებას ურჩევს.

“მე არ გავჩერდებოდი იმ პოლიტიკურ პარტიაში რომელსაც ვუწოდებდი კომუნისტების გაერთიანება,ს ეს იქნებ ჩემი პასუხი გედევან ფოფხაძისადმი. მე მგონია რომ გარკვეული ჯგუფი ცდილობს რომ გარიცხვით თავსი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს,”-ცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

banner
წინა სტატიაშითუ ამომრჩეველი გამრიცხავს, ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს, – ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 კილო კონტრაბანდული ოქრო ამოიღო