განხეთქილება აფხაზეთის კაზაკთა საზოგადოებაში

ყუბანის კაზაკთა საზოგადოების სოხუმის განყოფილებაში განხეთქილებაა. ამ დღეებში, კაზაკთა საერთო შეკრებაზე, დელეგატთა უმრავლესობა მოქმედი ატამანის წინააღმდეგ გამოვიდა და ხმათა უმრავლესობით ანდრეი ჩირკოვს უფლებამოსილება მოუხსნა.


ჩირკოვი სოხუმის ატამანის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და დაიწყო “მკვდარი სულებისგან” ორგანიზაციის გაწმენდა, რამაც მწვავე რეაქცია გამოიწვია.
აფხაზეთის კაზაკებს ხათრი გაუწია რეგიონის კაზაკთა მამა-მარჩენალმა, ყუბანის კაკაზთა საზოგადოების ლიდერმა ნიკოლაი დოლუდამ და ხელი მოაწერა ჩირკოვის განთავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან.
გადაყენებული ატამანი ჩირკოვი წარმოშობით იმიერბაიკალეთიდან არის. იგი აფხაზეთში ჩავიდა 2004 წ. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვევით. 2012 წლიდან მუშაობს სეპარატისტთა ე.წ. დაზვერვის სამსახურში, რომელიც ფაქტიურად რუსეთის უშიშროების სამსახურის ფილიალს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონში 15 არალეგალი მიგრანტი იქნა დაკავებული (video)
შემდეგი სტატია პრემიერი ილდირიმი: თურქეთს ტერორისტებს არ ჩავაბარებთ