განჯა კიდევ ერთხელ დაიბომბა

სომხური მხარის მიერ განჯაზე მიტანილი იერიშის შედეგად, მინიმუმ, 7 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Al Jazeera ავრცელებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული მიზნით ყარაბაღში ცეცხლის შეწვეტის შეთანხმების შემდეგ, სამხედრო დაპირისპირება 24 საათზე ნაკლებ დროში განახლდა.

აქვე, შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰან ბაირამოვამ თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დროებითია და იმდენ ხანს გაგრძელდება, რა დროც “წითელ ჯვარს” ცხედრების გაცვლისთვის დასჭირდება.

სომხეთი და აზერბაიჯანი გუშინ, 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ საომარ მოქმედებებს შეაჩერებდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ხელმძღვანელობით მიმდინარებოდა.

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებს
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით მიეცემიან პასუხისგებას, გული დამწყდება