განიხილონ საჩივრები და ჩაატარომ განმეორებითი არჩევნები – NDI-ს რეკომენდაცია მთავრობას

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა სათანადოდ განიხილონ საჩივრები და საჭიროების შემთხვევაში დანიშნონ განმეორებითი არჩევნები – ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ამ ეტაპზე იმას ვიტყოდით, რომ მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა; და გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების ცნობები და კანონის სრული ძალით გაასამართლოს დამრღვევები და მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.” – ამბობს ალან გილამი.

აქვე შეგახსენებთ, რომ კრიტიკული დასკვნა ჰქონდა საპარალამენტო არჩევნებზე ამერიკულ NDI-ს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა.

banner
წინა სტატიაშიქვეყანა დგას ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე – ბიძინა კულუმბეგოვი საპროტესტო აქციების საგანგაშო მხარეებზე
შემდეგი სტატიაპიკის საათებში მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადს ეტაპობრივად შეუშვებენ