8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

განიხილება თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა

“საქართველოს რკინიგზა” აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის.

“მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რუსული მხარე საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში”,_ აცხადებს რკინიგზა.

ცნობისთვის, გუშინ  რუსეთის ვიცე პრემიერმა ალექსი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.

banner
წინა სტატიაში“გაუფასურება ან გაქრობა დაუშვებელია”- საქართველს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი
შემდეგი სტატიაკონკრეტულმა ბრალდებულებმა მოგვმართეს საპროცესოზე – პროკურორი 4 ოქტომბრის საქმის შესახებ