“განიხილება თუ არა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე” – კობახიძის პასუხი მედიას

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გაიმართება.

“ამაზე არ გვქონია მსჯელობა, ჯერჯერობით კონსულატაციები არ გამართულა. ალბათ, მეორე ტურს დაველოდებით და ამის შემედგ გაიმართება კონსულტაციები”,- აღნიშნა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განმარტებითაც, მეორე ტურის დასრულების შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თამჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატურად ირაკლი კობახიძე განიხილება.

banner
წინა სტატიაშიახალმა ზელანდიამ სირიის შესახებ თავისი რეზოლუციის პროექტი მოამზადა
შემდეგი სტატიაბაღდადის ტერაქტში 31 ადამიანი დაიღუპა