განიხილება, თუ არა დამატებით შეზღუდვებზე საუბარი – გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სექტორი ვითარებას მართავს.

მისივე თქმით, სწორედ მიტომ, გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრება არ განიხილება, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მოქმედi შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს.

„პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. გასაგებია, რომ მდიდარი ქვეყნები უძლებენ, ჩვენთან რთულია. ამიტომ ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ. არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან და ამით გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი, მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე აღარ არის საუბარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან აუცილებელი რეკომენდაციები და დიდი თავყრილობას მოერიდონ.

„ერთადერთი მთავარია, რომ რაც არის დაწესებული, იმის მიმართ იყოს მაქსიმალური დაცვა და ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა რა 200-კაციანი სუფრა. იქიდან იწყება ძალიან ბევრი რამ. თავი შევიკავოთ ასეთი თავშეყრისგან, ეს არის დიდი თხოვნა. დღეს ვირუსის ახალ შემთხვევებს მართავს ჯანდაცვის სექტორი. არ გვინდა. რომ ავიდეთ, ორ-სამ და ოთხი ათას შემთხვევაზე. ამიტომ, ყველას გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – თხოვნაა, სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება