განგაშია საჭირო! სრული განგაში! – ლაშა ბუღაძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ

ბუღაძე ნამახვანჰესზე

მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხმიანება და წერს:

“უკვე ყველა სიგნალია საიმისო, რომ საქართველოს გაუუქმებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას. ეს უკვე რეალობა ხდება. და ეს კატასტროფაა, სრული კატასტროფა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის! და ვისი მიზეზით? რუსი ივანიშვილის და მისი ბანდის! აქ ვინც არის ჩემი მეგობარი, ამ სივრცეში, უმეტესობას ესმის, რა უბედურებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ იმათ აღარც კი ვიცი, როგორ შევაგნებინოთ, ვისაც ჰგონია, რომ ეს არ მოხდება – ინერტულებს, კონფორმისტებს, “დასაქმებულებს”, ფულიანებს და უფულოებს, სხვების ბრძოლის ხარჯზე რომ ცდილობენ ფონს გასვლას!

განგაშია საჭირო! სრული განგაში! თქვენ გესმით, რომ თუკი საქართველო დაკარგავს ამ ისტორიულ მონაპოვარს, შესაძლოა ვეღარც დაიბრუნოს ვერასდროს?! ქოცს ეს ფეხებზე კიდია – მავნე და იდიოტია, მაგრამ სხვებს?! ეს ესმით იმ ახალგაზრდებს, ვისაც უკვე ბუნებრივად მიაჩნიათ სასწავლებლად ან სამოგზაუროდ წასვლა ევროპაში?

ეჭვი მაქვს, არ ესმით! გაშეშებულები და დაჩლუნგებულები შეჰყურებთ, რომ რაღაცა მოხდება “თავისით”! კი, მოხდება, ოღონდ კატასტროფა საქართველოსვის! გამოფხიზლდით! გააცნობიერეთ! ასე ადვილად ეგუებოდეს ხალხი “განადგურებას”, მგონი ისტორიაში არ ყოფილა ამის მაგალითი! პასიური სვლა თვითლიკვიდაციისკენ!”, – წერს ლაშა ბუღაძე.

banner
წინა სტატიაშიFacebook პოსტის გამო, ელენე ხოშტარია 4.000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატია“უცებ არ მოგართვათ ჯარიმა, მონებო!” – 4.000 ლარით დაჯარიმებული ელენე ხოშტარია