5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

განგაში იყო იტალიაში, საქართველოს საელჩოში – უწყება განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საელჩოში ბომბის არსებობის შესახებ მცდარი ინფორმაცია შევიდა-შეტყობინების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად მსახიობმა ლუკა ჩიქოვანმა გაავრცელა. საელჩოს დათვალიერების შემდეგ ადგილობრივებმა სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქის მასშტაბით, მსგავსი შეტყობინებები კიდევ 3 ლოკაციაზე შევიდა.

მოგვიანებით იტალიაში საქართველოს საელჩომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცნობები, არ შეესაბამება სინამდვილეს.

– “მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და ინფორმაციით მანიპულირებისგან” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი აირჩიეს