განგაში იაპონიაში – ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი “ტალიმი” უახლოვდება

იაპონიაში სტიქიის განგაშია გამოცხადებული. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი “ტალიმი” უახლოვდება, რომელმაც უკვე დააზარალა ჩინეთის რამდენიმე რეგიონი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ტაიფუნი იაპონიის სანაპიროს დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს, მოსალოდნელია რეკორდული ნალექი, წყალდიდობა და ძლიერი ქარი, რის გამოც დაწესდა შეზღუდვები საზღვაო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლაზე.

ყველაზე დიდი საფრთხე ქალაქ ასაკურას ემუქრება, სადაც მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. სინოპტიკოსების პროგნოზით, სტიქია ტოკიოსაც დააზარალებს.

banner
წინა სტატიაშიშარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა
შემდეგი სტატიატროპიკული შტორმი “მარია” – კარიბის კუნძულებს მორიგი სტიქია ემუქრება