განგაში ბათუმის სასტუმრო “შერატონში” – სამორინეში რამდენიმე საათის განმავლობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ

ბათუმში სასტუმრო “შერატონში” გვიან ღამით განგაში გამოცხადდა. სამორინეში რამდენიმე საათის განმავლობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. მენეჯერის ინფორმაციით, 112-ში ანონიმური ზარი შევიდა, რომ სამორინეში “მშვიდობა” ასაფეთქებელ ნივთიერება იყო დამონტაჟებული. შენობიდან ყველა სტუმარი და თანამშრომელი გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო ბრიგადები. შენობაში კი გამნაღმველები მუშაობდნენ.

მენეჯერი შოთა ამირანაშვილი ვარაუდობს, რომ ცრუ შეტყობინება კონკურენტებმა ან განაწყენებულმა მოთამაშემ გააკეთა.

banner
წინა სტატიაში1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება
შემდეგი სტატიაბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა