“ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურების შესახებ”

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას ლარის კურსთან დაკავშირებით ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. როგორც “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი რომან გიცირიძე აღნიშნული განცხადების შეფასებისას აცხადებს, ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურებაზე.

“მთავრობის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, ტექნიკური სამსახური რატომ უნდა აკეთებდეს განცხადებას ლართან დაკავშირებით? არსებობს მთავრობა ან პრემიერ- მინისტრი და მათი პოზიცია უნდა მოგვესმინა, თუ ფინანსთა სამინისტროზე ან ეროვნულ ბანკზე უფრო ”ავტორიტეტული” სიტყვა უნდოდათ რომ ეთქვათ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურებისა და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. კვლავ ხდება გადაბრალება გარე ფაქტორებზე და ზოგიერთ ”შიდა ძალებზე”. ამ განცხადებით ვგებულობთ, რომ მთავრობა რაღაცას აპირებს და უნდა ველოდოთ მორიგ განცხადებას. მინიშნებებია რაღაც რეგულაციებზე. ეს არცაა გასაკვირი, როცა ახალ-ახალი მარეგულურებელი ნორმების შემოღება ამ მთავრობის ჩვეული წესი იყო და დიდწილად მან შეუწყო ხელი არსებული ვითარების ჩამოყალიბებას. ლარი ყოველგვარი ზედმეტი რეგულირების გარეშე ათი წელიწადია იყო სტაბილური. მთავრობის განცხადების სულისკვეთება არის დამაბნეველი, ცუდ სიგნალებს უგზავნის ინვესტორებს და საფინანსო სექტორს და შეიძლება გახდეს ვითარების კიდევ უფრო გაუარესების მიზეზი. რაც შეეხება დაპირებას ჯანსაღი ბიუჯეტის შესახებ, კარგია რომ ოთხი წლის შემდეგ მაინც გააცნობიერეს მისი მნიშვნელობა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის საქმეში. ველოდებით პარლამენტში. აღდგომა და ხვალეო!” – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში“შარდის ჩაბარების პროცედურებში უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე გვიჯდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვა”
შემდეგი სტატიადედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე უარს ამბობს