ის განცხადებები,რასაც ჩვენ ვისმენთ არის ქვეყნის სტაბილურობის შეფერხების მცდელობა და დემაგოგია-კალაძე ,,გაზპრომზე”

,,მთავრობამ გაზპრომთან მოლაპარაკაბებში სწორი ნაბიჯები გადადგა, არა მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებით, არამედ მთელი მოსახლეობისთვის. ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, შეიცვალა მხოლოდ მიწოდების ფორმა,არც მეტი, არც ნაკლები” -ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

,,დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად დამარგინალებური თუ არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ”-აცხადებს მინისტრი.

კალაძის თქმით, ხელისუფლებამ გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსახლეობას აცნობა, ხოლო ის განცხადებები, რაც ბოლო დღეებია კეთდება დემოაგოგიური ნაწილია, რითაც ქულების ჩაწერას ცდილობს ოპოზიცია და მათთანდ აახლოებული ჯგუფები.

კალაძის თქმით, ეს ხელისუფლება მოსახლეობამ იმიტომ აირჩია, რომ მათ ანდეს გადაწყვეტილბების მიღება.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების და მათთან ასოცირებული ორგანიზაციების განცხადებების საპასუხოდ საუბარი. ისინი ამ განცხადებებით რისკის ქვეშ აყნებენ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ნებისმიერ საკითხზე აჟიოტჟის ატეხვა ემსახურება ერთ მიზანს დაიწერონ ქულები ან მიიღონ მსგავსი ბენეფიტები,ყურადღების მიქცევა შესაძლებელია სასარგებლო გზებითაც.”-განაცხადა კალაძემ .

banner
წინა სტატიაში,,დამსაქმებლის მიერ ყველაზე მეტად მოთხოვნადი, პროფესიული განათლების მქონე კადრებია”
შემდეგი სტატიასაკმარისად ვილაპარაკე პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან – კალაძე