“განცხადება, რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით გააკეთეთ, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია”- ბესელიას პასუხი

ძალიან უცნაურია, კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას- ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს პასუხობს, რომელიც საგამოძიებო კომისიიდან მის აცილებას ითხოვს:
„ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.
განცხადება, რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით გააკეთეთ, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!
მე არცერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები, ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!
ძალიან უცნაურია, იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.
ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“არ მგონია დასაკითხად ყოფილიყო“ – ზაზა სარალიძე ფიქრობს, რომ მირზა სუბელიანსა და შსს-ს შორის მოლაპარაკებები შედგა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ