განცხადება: ნატოსა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება და სამინისტროს შეერწყმება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უქმდება, ცენტრის ოფიციალური განცხადებით პასუხობს.

ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცენტრის წარმომადგენელმა გაავრცელა
მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში “პირველებს” უთხრეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.

NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცენტრი სამინისტროს “შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი” გახდა.

“მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა – სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს – შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას”. – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანის შეურაცხყოფისთვის” ალბი კორძაიას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – ევროპარლამენტის ანგარიშში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს პირობებით – პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს, კოალიცია არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში