განათლებით ექიმი არაა, მსგავსი გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ – მიხეილ სააკაშვილის ძმა ბრეგაძეზე

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებში არ არის ისეთი დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება.

გიორგი სააკაშვილის თქმით, გადაიყვანენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ.

გიორგი სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ახალ ექსპერტიზას, რომელიც ხელისუფლებამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა. მისი თქმით, ამით ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ისინი ადამიანის უფლებებს იცავენ.

“როგორც მოგეხსენებათ, ამ კომისიამ მუშაობა დაიწყო თითქოს პირველ მარტს, გავიდა საკმაოდ დიდ ხანი, ხალხს მივიწყებული ჰქონდა, მაგრამ ახლა გაააქტიურეს ეს თემა, იქიდან გამომდინარე, რომ დადონ დასკვნა, რომელიც იქნება მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დარწმუნებული ვარ სახარბიელო ნამდვილად არ იქნება, გადაფარონ, თითქოს როგორ შემოდიან მიშას მდგომარეობაში, როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს.

იუსტიციის მინისტრს ვეტყვი, რომ ის განათლებით ექიმი არ არის, მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის ექიმებმა უნდა მიიღონ. მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ალტერნატიული ჯგუფი შევიდა “ვივამედის” კლინიკაში და დადებენ შესაბამის დასკვნას, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ვითხოვდით რამდენიმე თვის განმავლობაში”, – თქვა გიორგი სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი – თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას გააგრძელებს, მსოფლიოს სურსათის კრიტიკული დეფიციტი ემუქრება
შემდეგი სტატიაპუტინის “შეცდომის” მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული – მაკრონი