განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ეხმაურება ბატონ დავით ქაცარავას განცხადებას, ქ. ფოთში 21-23 ოქტომბერს საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მონაწილეობის თობაზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას 17 ოქტომბერს ეცნობა უარის პასუხი ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. უარის მიზეზი გახდა 2016 წლის IV კვარტალის ბიუჯეტში თანხების უქონლობა, რაც გამოიწვია საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ, ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი “თბილისი 2016”-ის ჩასატარებლად დამატებით გაუთვალისწინებელი თანხების საჭიროებამ. IV კვარტლიდან საჭირო გახდა თანხების მობილიზება III კვარტალში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად დაუშვებელია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ბიუჯეტის პროგრამებში ცვლილების განხორციელება, რის გამოც ვერ მოხდა IV კვარტალში „სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის შევსება, შესაბამისად ქ. თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას აღნიშნულ ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებაზე თანხების უქონლობის გამო ეთქვა უარი, რაც ბატონ დავით ქაცარავას ოქტომბრის დასაწყისში, სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის დროსაც განემარტა და შედგა მოლაპარაკება შემდგომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

2016 წელს ქ. თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას დაუფინანსდა:

25-26 მაისს საქართველოს ჩემპიონატზე კანოე-კაიაკში ქ. თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა;

25-29 მაისს საქართველოს პირად-გუნდურ პირველობაზე და ფოთის საერთაშორისო რეგატაზე ქ. თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა;

24-26 ივნისს ნაკრები გუნდის მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო რეგატაში კანოე-კაიაკში;

23-25 სექტემბერს ქ. ფოთში ნაკრები გუნდის მონაწილეობა საქართველოს ღია პირველობაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში.

აქვე გაცნობებთ, რომ მერიას სპორტის მიმართულებით აქვს შეზღუდული ბიუჯეტი, მიუხედავად ამისა, ხორციელდება არაერთ მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

2016 წელს დაფინანსდა თბილისის 33 სპორტული ფედერაცია, საქართველოს 17 ეროვნული ფედერაცია, ასევე დაფინანსდა სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციები, კავშირები და კლუბები.

სულ 9 თვის განმავლობაში დაფინანსდა 200-მდე სპორტული ღონისძიება:

ახორციელდება მატერიალური მხარდაჭერის პროგრამებს ქ. თბილისში მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებელთათვის და 18 წლამდე წარმატებული სპორტსმენი ბავშვებისთვის;

2016 წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია 400 მწვრთნელ-მასწავლებელს და 250 წარმატებულ სპორტსმენს.;

2016 წლის ბიუჯეტით პარასპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 950 000 ლარი. აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, თბილისში პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია შშმ პირებს შორის, თბილისელი პარასპორტსმენების მონაწილეობის უნზრუნველყოფა საერთაშორისო პარასპორტულ ტურნირებში. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ვითარდება პარასპორტის 9 სახეობა;

2016 წელს დამონტაჟდა ქ. თბილისის ათი რაიონის 24 ცენტრალურ სკვერში, გარე–გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები;

2016 წელს ქალაქ თბილისში მუხიანის IV მ/რ-ში მიმდინარეობს 3 სარაგბო მოედნის მშენებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით (საჭირო შენობა-ნაგებობებით), რომელიც 2017 წელს დასრულდება;

სოფ. გლდანში გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული დარბაზის;

ვაზისუბნის დასახლების მე­4 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება რაგბის სტადიონის მშენებლობა;

მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს 2 საცურაო აუზს, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს. ობიექტის რეაბილიტაცია დასრულდება 2017 წელს;

გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს სპორტული წრეები.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონ დავით ქაცარავას ამ კონკრეტულ მომენტში შესაძლოა სხვა მიზნები ამოძრავებდეს, თბილისის მერია კვლავ გააგრძელებს სპორტის განვითარებასა და სპორტსმენების ხელშეწყობას.

banner
წინა სტატიაში“კოორდინატორებმა ვისაც ვენდობოდით არჩევნებზე ჩვენ საწინააღმდეგოდ იმუშავეს”
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს პრეზიდენტი: რუსეთი ალეპოში სისხლისღვრისთვის პასუხს აგებს