15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში შემოდგომის სემესტრზე მიღება დაიწყო და  30 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს და შეავსეთ განაცხადი.

STEM სკოლაში სწავლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.  გაკვეთილები ონლაინ ტარდება, სწავლის პროცესს კომაროვის სპეციალისტები უძღვებიან. გაკვეთილებზე ონლაინ დასწრება ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს სწავლას უფინანსებს – უმაღლესი ქულის მქონე 60  ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 კი – 50%-იან გრანტს იღებს.

ინფორმაციისთვის, უკვე 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.

 

 

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს