განათლების სამინისტროსთან შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ. სტუდენტების მოთხოვნაა, ავტორიზაციის საბჭომ გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მათივე შეფასებით უსამართლოა.

სტუდენტებს სამინისტროსთან მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით „პირველკურსელები IBSU-ს!“, „შემდეგი შეიძლება შენ იყო“, „მიეცით აბიტურიენტებს არჩევანის თავისუფლება“.

ავტორიზაციის საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტეს ერთი წლის ვადით სტუდენტების მიღება დავალიანების გამო აეკრძალოს. სტუდენტები განათლების სამინისტროსთან ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.