განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები უწყების შენობაში შევიდნენ

„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის „ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრები საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შენობასთან აქციას მართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.

ორგანიზაციის წევრები ასევე მოითხოვენ ხელოვნების მუზეუმში სარემონტო სამუშაოების მიზეზით, ისტორიული შენობიდან დაცული კოლექციები სხვა სივრცეში გადატანა არ მოხდეს.

მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოქროს ფონდის საექსპოზიციო სივრცესა და საცავში ნაგებობისთვის საჭირო სამუშაოები აპრობირებული მეთოდით განხორციელდეს.

აქციის წევრები განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი განათლების სამინისტროს შენობაშიც შევიდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – მთავრობისა და შსს-ს მხრიდან ერთი პოლიციელის დაკავება ჯოხის გადატეხვის მცდელობაა
შემდეგი სტატიარივიერას პროექტის განხილვას ბათუმის საკრებულოში ხმაური მოჰყვა