2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

განათლების სამინისტროსთან და სოხუმის უნივერსიტეტთან დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

“დაიცავი განათლება” – “ქართული ოცნების” ე.წ. განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში გადიან.

პროტესტის ეპიცენტრი 14:00 საათზე განათლების სამნისტრო, 19:00 საათზე კი სოხუმის უნივერსიტეტი იქნება.

ამის გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს ელოდება პასუხს განათლების სამინისტროსგან, შედგება თუ არა გაფართოებული შეხვედრა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

“მოვითხოვეთ უფრო გაფართოებული შეხვედრა პასუხისმგებელ მიმღებ ყველა პირთან არა მხოლოდ ბატონ გივი მიქანაძესთან, იმიტომ, რომ არ შეიძლება,ა სე დაჩეხო წარმატებული უნივერსიტეტი, არ მისცე მას საერთოდ არსებობის უფლება”, – ამბობს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

ასევე, პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა არ არის და მას სისტემური საფრთხის ნიშნები აქვს. მათი შეფასებით, პროცესები შესაძლოა აკადემიური სივრცის პოლიტიზებასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასუსტებას ემსახურებოდეს.

 

banner
წინა სტატიაშირატომ შეეზღუდა ანი ნადარეიშვილს ბაჩო ახალაიას ადვოკატობის უფლება?! – პროკურორის განცხადება
შემდეგი სტატია“ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მოქალაქეების თავისუფალი გამოხატვის უფლებას ზღუდავს” – გიგა ფარულავა