განათლების სამინისტრო – სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დაიწია

სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„სტატისტიკური მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში. კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს,მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 129“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყების ცნობით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

„მკაცრად დაცული რეგულაციები, სამინისტროს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, სკოლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე, პედაგოგთა მუდმივი ტესტირება და ვაქცინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 535, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 100, აჭარაში – 82
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება