განათლების სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე – ყველა აბიტურიენტის ინტერესი დაცული იქნება

მეცნიერების და განათლების სამინისტო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება.

„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში