განათლების სამინისტრო: ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია, – ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 218 სკოლა და ცალკეული 415 კლასი, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ასევე შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში „კოვიდ-19“-ის ვირუსის გამოვლენისთანავე დროულ რეაგირებას ახდენს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 218 სკოლა და ცალკეული 415 კლასი, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ასევე შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მათი 69,6%. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 142 მასწავლებელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში „კოვიდ-19“-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს „კოვიდ-19“-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისთვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – სააკაშვილის თავისუფლება ბევრად არის დამოკიდებული, როგორი იქნება აქტიურობა მეორე ტურზე