საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი წარადგინა. ჩხენკელი აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის.
ჩხენკელი 2016 წლიდან თსუ-ს პრორექტორად მუშაობდა.