განათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ

region
ავტ.: region ნოემბერი 20, 2019 14:09

განათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა და 13 ნოემბრით თარიღდება.

ამასთან, განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ მინისტრის მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ტექნიკური საკითხია, ვინაიდან სწორედ 13 ნოემბერს შეიცვალა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

უწყების ინფორმაციით, ამ ცვლილების შედეგად ავტომატურად უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრის პირველ მოადგილე ირინე აბულაძეს და მოადგილეებს – ლევან ხარატიშვილს, შალვა გოგოლაძესა და ბადრი მაისურაძეს. უწყებაში არ აზუსტებენ, როდის მოეწერება ხელი მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

region
ავტ.: region ნოემბერი 20, 2019 14:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics