განათლების მინისტრის მოადგილე წალენჯიხელ მოსწავლეებთან შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების მალულად მართავს

საქართველოს განათლების სამინისტრო წალენჯიხის საოკუპაციო გამყოფ ხაზზე უფროსკლასელებსა და მათ მშობლებთან შეხვედრას წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების მალულად მართავს, – ამის შესახებ ინფრომაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.

„როგორც განათლების კურატორმა ქუჩაში გავიგე, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა განათლების მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი… შეხვედრას ლიის საჯარო სკოლაში დავესწარი მაყურებლის რანგში, შესაბამისად, ლანჩზეც ვერ მოვხვდი („ოცნების“ პარტიის ლიდერისაგან განსხვავებით, რომელიც ვერ მივხვდი, რა რანგში ესწრებოდა ამ შეხვედრას), მაგრამ მყარად შემიძლია გითხრათ: ბატონებო, თუ წალენჯიხის მოსახლეობასთან გინდათ შეხვედრა, წლენჯიხის მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას გვერდს ნუ აუვლით იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ხალიხის უმეტესობის არჩაულია. განათლებას პოლიტიკური ნიშა უნდა მოვაშოროთ, – ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ შეხვედრას ყოფილი მერი ესწრებოდა, ხოლო ამჟამინდელი რატომღაც არ. ჩვენი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზანია მოხდეს განათლების სისტემის სრული დეპოლიტიზება,“ – წერს ბელქანია და განათლების სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს, ხალხის სასიკეთოდ ითანამშრომლონ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში განაცხადის გაკეთების ისტორიული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ, ცალსახად დაამტკიცა ევროპული კურსისადმი ქვეყნის ერთგულება
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაკავებულია 1 პირი