განათლების მინისტრი უკმაყოფილო სტუდენტებს პასუხობს

გაუქმდება თუ არა უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობები, – ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც ამ წუთებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი განათლების მინისტრი რექტორები და სტუდენტები განიხილავენ.

ფორმალურად ისინი “განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ. სულ ცოტა ხნის წინ შეხვედრა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელმა დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა უკმაყოფილო სტუდენტებს უპასუხა.

მისი თქმით, გარდამავალ პერიოდში, რომელიც დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება, იქნება თვითმმართველობების მუშაობის დროებითი წესი და ამ წესს მიიღებს უკვე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა.

„თავიდანვე იყო პრინციპული შეთანხმება იმაზე, რომ, რადგან ჩვენ არ გვაქვს დღეს ჩამოყალიბებული საუკეთესო მოდელი და, რომელსაც მართლაც სჭირდება მსჯელობა, გადავიტანთ ყველაფერს გარდამავალ პერიოდში გარკვეული ფუნქციებით, გარკვეული თამაშის წესების დაწესებით და სამორატორიუმო პერიოდით. შესაბამისად, მოგვეცემოდა საშუალება, გვემსჯელა ამ მოდელებზე,“ – განმარტა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა
შემდეგი სტატიაგელა დუმბაძე პატრიარქის ინიციატივას მიესალმება