განათლების მინისტრი – შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას – ჩვენმა ძალისხმევამ უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას

შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას.

მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა.

მიხეილ ჩხენკელმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ინტერესია. დღეს სამინისტროს უმთავრესი საზრუნავია, გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ გამეორდეს. შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას. ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას. ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, მთლიანად საზოგადოების ყოველდღიურ შრომას, ასევე საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი : მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება, გადაწყდა, რომ სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება
შემდეგი სტატია,,არ მგონია, არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული თავს ეკლესიას აფარებდეს”