განათლების მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრის მიზნით, ამჯერად, სამცხე-ჯავახეთს ეწვია.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი შეხვედრა ახალციხეში გამართა და ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ორსაათიანი შეხვედრის მანძილზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ყველა მოსალოდნელ სიახლეზე, სკოლის კიდევ უფრო განვითარების, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა თუ, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.

შეხვედრა ტრადიციულად ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვის დასმა.

banner
წინა სტატიაშიგადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოდან იწყება
შემდეგი სტატიარიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს