განათლების მინისტრი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრა გამართა ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფმა თამარ სანიკიძემ. საუბრის მთავარი თემა საქართველოს შემსწავლელი პოსტ-სადოქტორო პროგრამა იყო, რომელიც გაუმარტივებს საქართველოს კვლევების მიმართულებით მომუშავე ქართველ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევით ვიზიტებს ოქსფორდის უნივერსიტეტში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, მომავალ თანამშრომლობას საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, ერთობლივი გამოფენებისა და კონფერენციების ორგანიზებას.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში თოვლსა და ქარბუქს 18 ადამიანი შეეწირა
შემდეგი სტატიარაგბის კავშირის ყრილობა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყება