განათლების მინისტრი მეორე გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი მეორე მოზარდის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. როგორც მინისტრმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია.

“გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა.
სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ.

ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია.”- ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის განცხადებაში.

დღესმ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა. 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელი არის მკვლელი, რა ხნისაც არ უნდა იყოს !!!
შემდეგი სტატიაზესტაფონის რაიონის სოფელ როდინოულთან პოლიციაა მობილიზებული – დაკავებულები ყაჩაღური ჯგუფის წევრები არიან