განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა

news
ავტ.: news ივნისი 17, 2016 10:35

განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, ხორციელდება პროგრამა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“. პროგრამის ამოქმედება განაპირობა იმ სამწუხარო რეალობამ, რომ საქართველოში არსებობენ სხვადასხვა სოციალური მიზეზის გამო ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი პირები (ბოშები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რეპატრირებული პირები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ.), ასევე პირები, რომლებსაც სავალდებულო განათლების საფეხური არ აქვთ დასრულებული.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის ინსტიტუციური გაძლიერება, რომლის ფარგლებშიც გაიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის, UNICEF-ის რეგიონალური კონსულტანტის ლეტიცია ანტონოვიჩისა და პროგრამაში ჩართულ სხვა წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა, სადაც იმსჯელეს ფორმალური განათლების მიღებისა და ფორმალური განათლების მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი პირების იდენტიფიცირების მექანიზმებზე, საჯარო სკოლის პასუხისმგებლობაზე, დღის ცენტრების ვალდებულებაზე, დღის ცენტრებიდან საჯარო სკოლაში ტრანზიციის პროცედურებზე, ალტერნატიული განათლების პროგრამასა და მობილური სკოლის კონცეფციაზე, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებითაა დანერგილი. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის კონცეფციას და განავითარებს პროგრამის ზოგად სამოქმედო გეგმას.

news
ავტ.: news ივნისი 17, 2016 10:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics