განათლების კომიტეტის სხდომაზე ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადაიდო

განათლების კომიტეტის სხდომაზე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლასა და ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადაიდო.

როგორც დეპუტატები შეთანხმდნენ, ამ საკითხს შემდგომში, განათლების მინისტრთან ერთად განიხილავენ. აღნიშნული საკითხი დღევანდელ სხდომაზე ზოგადად, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშთან ერთად უნდა განხილულიყო და ის სამსახურის უფროსს უნდა წარმოედგინა. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა და საკითხის განხილვა არ დაწყებულა.

ოპოზიციის უკმაყოფილება პარლამენტში მინისტრის მიუსვლელობამ გამოიწვია. მათი განცხადებით, კითხვები, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქვთ, დასასმელია მინისტრთან და არა აუდიტის სამსახურის უფროსთან. ოპოზიციამ მინისტრის მიუსვლელობა პარლამენტის უპატივცემულობად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიცისანა ტატიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა
შემდეგი სტატია,,ეკა ბესელია არის „ძველი გვარდიის“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი და დარჩება წარმმართველ ფიგურად ჩვენს გუნდში”