განათლების და სპორტის მინისტრებმა განახლებული სპორტული დარბაზი მოინახულეს

საქართველოს განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მე-18 საჯარო სკოლაში სრულიად განახლებული სპორტული დარბაზი მოინახულეს.

სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მე-18 საჯარო სკოლაში სრულიად განახლდა ავარიული სპორტული დარბაზი და საქართველოში დღეს ის ერთ–ერთი საუკეთესოა.

გარდა ამისა, დაიგო სპეციალური სპორტული ფრანგული gerflor-ის წარმოების კომბინირებული 6სმ–იანი ვინილის იატაკი, ისეთი, როგორიც ბაქოსა და თბილისის ოლიმპიურ თამაშებზე იყო გამოყენებული. ევროსტანდარტების დონეზე გაკეთდა სველი წერტილები და გასახდელები.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში და სხვადასხვა ჩემპიონატებში არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. სწორედ, ამ სკოლის კურსდამთავრებულია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა კანკავა. შესაბამისად, ახალი სპორტული დარბაზი, მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მოუტანონ სკოლას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, დაწყებით საფეხურზე სპორტის საათები იზრდება. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის“ გაკვეთილები და მას ორის ნაცვალად, კვირაში სამი საათი დაეთმობა. განსაკუთრებული ყურადღება კი მოძრავ თამაშებს მიექცევა.

სკოლებში სპორტის სათანადო განვითარებას სამინისტრო ხელს უწყობს ინფრასტურქურული პროექტებითაც. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2013-2015 წლებში 87 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა, რაშიც 10,164,509 ლარი დაიხარჯა. ამასთანავე, განხორციელდა 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება 1,887,738 ლარს შეადგენს.

მე-18 საჯარო სკოლაში, სადაც 714 მოსწავლე ირიცხება, სპორტული დარბაზის გარდა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდა. ამოქმედდა ექიმის კაბინეტი, მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვედურ კედელსა და გათბობას. სკოლაში შესაბამისი გარემოა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალეებისთვის – სკოლაში, სადაც 13 სსსმ პირი სწავლობს, ორი სპეც. მასწავლებელი ემსახურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე-18 სკოლაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გარემონტდა კლასები სასკოლო მზაობის პროგრამისთვის, სადაც ბავშვები აღნიშნულ პროგრამას დაეუფლებიან.

banner
წინა სტატიაში“ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაობამამ და ერდოღანმა პუტინის შემორიგების გზებზე ილაპარაკეს