განათლების ახალ მინისტრს სურს, ცვლილებები ახალ გუნდთან ერთად დაგეგმოს, წარმატებებს ვუსურვებ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 16:03

განათლების ახალ მინისტრს სურს, ცვლილებები ახალ გუნდთან ერთად დაგეგმოს, წარმატებებს ვუსურვებ

მნიშვნელოვანი

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაური, მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს წარმატებებს უსურვებს.

სხვა სტატიები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაური, მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს წარმატებებს უსურვებს.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ვერ დაუკავშირდება გრიფირების თემას, რადგან გრიფირებისა და სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესთან შეხება არ ჰქონია.

კითხვაზე, რას უკავშირებს გათავისუფლებას, გიგაური პასუხობს, რომ ბუნებრივია, როცა ახალი მინისტრი ახალი გუნდით მოდის.

„დიდი ხანია ამ პოზიციაზე ვარ და გუნდთან ერთად, ბევრი სასიკეთო ცვლილება განვახორციელეთ სისტემაში. ახლა კი, მოვიდა ახალი მინისტრი, რომელსაც დაგეგმილი აქვს მასშტაბური ცვლილებები და სურს, ახალ გუნდთან ერთად დაგეგმოს, მინდა მას წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

რაც შეეხება სახელმძღვანელოების გრიფირების ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელიც ლია გიგაურის დას უკავშირდება, ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ამ საქმის შესწავლით ყველაზე მეტად თავადაა დაინტერესებული.

„ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული, დადგინდეს სიმართლე და ყველა დარწმუნდეს, რომ ეს ცრუ ბრალდებები აბსურდულია. ვის ინტერესებშიც შედიოდა ამ სკანდალის აგორება, დარწმუნდეს, რომ სიმართლის დადგენა ყოველთვის შეიძლება,“ – განაცხადა ლია გიგაურმა.

საქმე ეხება სტუდია „მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომლის თანახმად, ლია გიგაურის დას, ლალი გიგაურს, რომელიც ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორია, წვდომა ჰქონდა კონკურენტების მასალებზე. განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, ვიდეომასალა ექსპერტიზაეა გადაგზავნილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 16:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics