განას დედაქალაქ აკრაში უხვი ნალექით გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობენ მაშველები. ბოლო მონაცემებით:
სამაშველო სამსახურმა 470-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლო.
უსაფრთხოების მიზნით, სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ დატბორილი გზების გადაკვეთისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ საგანგებო უწყებებს.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, წვიმიანი ამინდი კვლავ გაგრძელდება. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ რეგიონს აღმოსავლეთიდან ახალი, ძლიერი შტორმი უახლოვდება.


















