განახლებული რეგიონები- ფასადური სამუშაოები თუ რეალური სიახლე

წინასაარჩევნოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა პროექტი „განახლებული რეგიონები“ დაანონსა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველთა ღია მოსყიდვად მიიჩნიეს.

პროექტი ხორციელდება მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდის მიერ , რომელიც საქართველოში მოქმედ  მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნულის კოორდინირებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩხოროწყუშიც  სამუშაოები მიმდინარეობს

მუზეუმისა და სახელოვნებო სკოლის ფასადების შეკეთება

ისტორიული მუზეუმი და სახელოვნებო სკოლა წმინდა გიორგის მონუმენტის წინ მდებარეობს.  ფასადები დიდი ხანია არ მოპირკეთებულა. აშკარად ეტყობა ნესტის კვალი.

ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და სპორტული მოედნების მოწყობა

ე.წ კორტებზე მწვანე საფარი უკვე შეცვალეს.  გამოიცვალა რკინის ღობე, სკამები. ესაა ყველაზე ახალგაზრდული სივრცე, სადაც  ტრენაჟორები  და ორი მოედანია განთავსებული.

წმინდა გიორგის მონუმენტის რესტავრაცია.

მონუმენტი 80-ნ წლებში კარლო  ქაჯაიას ინიციატივით დაიდგა .

მისი პირველადი სახელი  იყო „ბოროტსა სძლია კეთილმან“ დღეისათვის ზედაპირი გახუნდა და  რესტავრაცია აშკარად ესაჭიროება

მერიის შენობის ფასადის, ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაცია.

მერიის შენობაც იდეალურისგან  შორსაა. მერიიდან პარკისკენ მიმავალი სივრცე  ყურადღებას საჭიროებს. აქვეა განლაგებული  გრინკოს ხე. დაანგრიეს ამორტიზირებული „აღმასკომის“ შენობა . აშენდა ახალი სასტუმრო.

ცენტრალური პარკის  რეაბილიტაცია

ცენტრალური პარკი ჩხოროწყუს უმთავრესი ღირშესანიშნაობაა. ის მოვლილია,თუმცა სავარაუდოდ იგულისხმება კოსმეტიკური რემონტი, ახალი ნერგები  და ა.შ

 

აღმაშენებლის ქუჩაზე სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია

აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმ შენობა უკვე მოწესრიგდა. გამოიცვალა ქუჩის  ფილები. სამუშაოები  არჩევნების შემდეგაც არ გაჩერებულა. ცენტრალური  ქუჩის აქილევსის ქუსლია  უკონტროლო საქონელი, რომელიც გაზონს პრობლემას უქმნის

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის რესტავრაცია

ე.წ ობელისკმა იმდენად იცვალა ფორმა, რომ პირველადი სახე უკვე აღარავის ახსოვს.  ყველა ეპოქამ მასზე თავისი  გავლენა მოახდინა. შესაბამისად აქაც სავარაუდოდოდ კოსმეტიკური რემონტი იგულისხმება

პოლიციის შენობის ფასადისა და ტროტუარის რეაბილიტაცია

პოლიციის შენობა ცენტრალური პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს სამუშაოებს შპს „დაგი“ აწარმოებს.

 

ცალკე საკითხია ჩხოროწყუს  კულტურის სახლის  სრული რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ წინა წლებში დაიგეგმა და უკვე პროცესი დაწყებულია. შენობის კედლები უკიდურესად დაზიანებულია.

 

ავტორი: ლაშა მებონია

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ ყიფშიძე: ფსიქოტროპული წამლები ჰოლანდიელი ექიმის მიერ დანიშნული არ იყო ეს დაინიშნა რუსთავის ციხეში
შემდეგი სტატიაიან კელი კობახიძეს: ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებ