რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის ავიაგამანადგურებელთა იერიშების შედეგად ირანული ბალისტიკური რაკეტების გამშვები კომპლექსები განადგურდა ქალაქ ხომეინში, თეირანის სამხრეთ-დასავლეთით.
როგორც ცნობილია, ირანის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტების დასაბომბად აშშ-ს საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნებიდან გაშვებული TOMAHAWK-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მორიგი ჯგუფი მიფრინავს.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი იერიშების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.















